აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა

გუნდებმა დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვეს.
გუნდები: Kutaisi State University 1 1 (ირაკლი ბუცხრიკიძე, თამაზ ლელაძე, ლერი გოგსაძე) და Kutaisi State University 1 2 (მარიამ მარგველაშვილი, თამარ კლდიაშვილი, ალეკო ხანთაძე) დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ, რომელიც თბილისში 1-2 დეკემბერს ჩატარდება.

“დიდი ხანია არსებობს სტუდენტური ჩემპიონატები სტუდენტური გუნდებისთვის. ჩემპიონატი ყოველ წელს ტარდება. ჩვენი უნივერსიტეტიდან გუნდები ნახევარ ფინალში ყოველთვის გადიან, მაგრამ შემდეგ მსოფლიო ჩემპიონებთან უწევთ ასპარეზობა.” – ამბობს საოლიმპიადო გუნდის მწვრთნელი და მსოფლიო ჩემპიონატის ტექნიკური დირექტორი მელქისედეკ ჯინჯიხაძე.

მისივე თქმით, ქუთაისიდან ძლიერი მონაწილეები არიან ჩემპიონატში ჩართული. იმისათვის, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაჩნდეს და ნიჭიერი ახალგაზრდებში სკოლის ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვებისათვის ინფორმაციის მიწოდება. ქალაქში უნდა იყოს არა მხოლოდ ძლიერი უნივერსიტეტი, არამედ ძლიერი კომპანიები, რომლებიც ახალგაზრდების დასაქმებაზე იზრუნებენ.

“ფაქტობრივად, უნდა დამუშავდეს სახელმძღვანელოების მეთოდიკა ისე, რომ მეორე, მესამე კლასიდან ნელ-ნელა მიეწოდოს ბავშვებს ინფორმაცია. ამას უნდა დაემატოს ძლიერი უნივერსიტეტები , რომ გამოზრდილ ბავშვებს ჰქონდეს საზრდო. ამას უნდა დაემატოს ძლიერი კომპანიები. ეს არის უზარმაზარი სამუშაო და ერთი ხელის დაკვრით არ გაკეთდება.” – ამბობს მელქისედეკ ჯინჯიხაძე.

გასულ კვირას ქუთაისში გამართულ მეოთხედფინალში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 5, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 და კონკურს გარეშე ქუთაისის სკოლების მოსწავლეთა 2 გუნდი მონაწილეობდა.
მეოთხედფინალურ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით კი სულ მონაწილეობას იღებდა 11 უნივერსიტეტის 49 გუნდი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *