წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმების ფესტივალმა უმასპინძლა.
“ქუთაისი ჯობს”-ის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მსგავსი ფესტივალი სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებას, დასაქმებაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
რადიო “ძველმა ქალაქმა” ფესტივალში მონაწილე ის სტუდენტები გამოკითხა, რომლებსაც პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაცია ჰქონდათ. დავინტერესდით, თვლიან თუ არა ისი წარმოდგენილ ვაკანსიებს სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომად და სამუშაოს პარალელურად შეძლებენ თუ არა სწავლას. დეტალები მოისმინეთ სიუუჟეტში.