ქუთაისში საბაზისო განათლების წარჩინებულ მოსწავლეებს
საჩუქრად ლეპტოპები გადასცეს.
9 კლასის წარჩინებით დასრულებისთვის ქუთაისში განათლების სამინისტროს საჩუქარი 172 მოსწავლემ მიიღო, რეგიონში კი 300-ზე მეტი მოზარდი დააჯილდოვეს.
ლეპტოპები მოსწავლეებს ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-გუბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა და ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გიგა ციბაძემ გადასცეს.