აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ახალი სასწავლო წელი განახლებული ინფრასტრუქტურით, პროგრამებით და ახალი საბიბლიოთეკო კორპუსით ხვდება.
თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მოწყობილია ინდივიდუალური და ჯგუფურად სამუშაო ოთახები, საკონფერენციო დარბაზი. დაწყებულია წიგნების გადატანა. მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ბიბლიოთეკით მოსარეგბელეებს დახვდება ისაა, რომ მათ სასურველი წიგნის მოსაძებნად რიგში დგომა აღარ მოუწევთ.
“მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკაში წიგნების გადატანის პროცესი კიდევ მიმდინარეობს სტუდენტებს შეფერხება არ ექნებათ. გარდა ჯგუფური და ინდივიდუალური სამკითხველო სივრცეებისა, აივნებზე და ტერასებზეც იქნება შესაბამისი სივრცე მოწყობილი. ონლაინ სერვისებს ვავითარებთ და განვავითარებთ მომავალშიც. სტუდენტს ონალინ რეჟიმში შეუძლია შევიდეს ბიბლიოტეკის საიტზე, დაჯავშნოს მისთვის სასურველი წიგნი. შემდეგ მიუვა ინფორმაცია წიგნის ადგილმდებარეობის შესახებ. ასე, რომ რიგში დგომა იმის გასაგებად სადაა მისთვის სასურველი წიგნი არ დასჭირდება”,- ამბობს სასწავლებლის რექტორი გიორგი ღავთაძე.
ახალი საბიბლიოთეკო კორპუსი 25 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება.
წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1655 პირველკურსელი მიიღო.