აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე მისაღებად მსურველტა რეგისტრაციას აცხადებს. ამ პროგრამის გავლის შემდემ აპლიკანტს შესაძლებლობა ეძლევა მასწავლებლის სტატუსი მიღოს, შესაბამისად იმუშაოს სკოლაში პროფესიით.
2018-2019 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარადგინონ:
განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ (ივსება ადგილზე),
საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი,
პირადობის მოწმობის ასლი, მისივე დედნის წარდგენით,
სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, მისივე დედნის წარდგენით,
საგნის გამოცდის საგამოცდო ბარათი,
ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4,
ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ (საგამოცდო კოდის მითითებით),
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის – 30 ლარის გადახდის ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი – TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 709057267).
საბუთების წარდგენა შესაძლებელია 19 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 1 ოქტომბერს.
შეგხსენებთ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს სტუდენტები მასწავლებლების მოსამზადებელ ახალ სამაგისტრო (ინტეგრირებულ) პროგრამაზე პირველად მიიღეს. მათ სწავლის დასრულების შემდეგ უფროსი მასწავლელის სტატუსი ავტომატურად მიენიჭებათ.