იმერეთში, სოფელ ბაჯითში ახალი
სკოლა გაიხსნა. ახალ სასწავლებელში 4 მოსწავლე ირიცხება. თანამედროვე სტანდარტების შენობის მოწყობა 600 ათასი ლარი დაჯდა.
“სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ,შავლეგო ტაბატაძემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაჯითში მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა გახსნეს. აღნიშნულ სკოლაში ამ ეტაპზე 4 ბავშვი ისწავლის. იქნება 2 კლას-კომლპექტი.”- აღნიშნულია იმერეთის გუბერნიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმერეთის გუბერნატორმა ახალი სასწავლო წლის დაწყება დღესვე საჩხერის მშობლიური #3 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში სკოლის დირექციამ შავლეგო ტაბატაძეს, საპატიო ელჩის ტიტული მიანიჭა.
გუბერნტორმა ახალი სასწავლო წლის დაწყება სასულიერო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც მიულოცა.