გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციის დახურვის ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართა.
სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოავლინა: საუკეთესო პოზიციის განაცხადი, საუკეთესო სპიკერი, საუკეთესო დელეგაცია.
დაჯილდოების ცერემონიალს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტონეთიდან, აზერბაიჯანიდან და️ პოლონეთიდან ესწრებოდნენ.
გაეროს მოდელირებაში მონაწილეობა 18-დან 25 წლამდე ასაკის 60 ახალგაზრდამ მიიღო, საიდანაც 30 ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო 30 ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქებიდან იყო.
“პროექტის განხორციელების შედეგად, ახალგაზრდებმა გაიუმჯობესეს მოლაპარაკებისა და
საჯარო გამოსვლების უნარები; გაიღრმავეს ლიდერული თვისებები; ახლოს გაეცნენ გაეროს
მუშაობის პრინციპებს; მიიღეს მეტი პრაქტიკული გამოცდილება, გაიცნეს და დაუახლოვდნენ თანატოლებს ქუთაისის მუნიციპალიტეტთან დაძმობილებული სხვადასხვა ქალაქიდან,”-განაცხადეს პროექტის ორგანიზატორებმა, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს წარმომადგენლებმა.
გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია განხორციელდა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ -LDA, ქუთაისის მერიასთან, გაეროს განვითარების ფონდთან და მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით.