ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება.

დღეს აბიტურიენტებმა გეოგრაფიის გამოცდა ჩააბარეს. პირველი სესიისათვის დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა საგამოცდო ცენტრში.


გეოგრაფიის გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო და 11:40 საათზე დასრულდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

სურვილის შემთხვევაში, გამოცდის მონაწილეებს საგამოცდო ცენტრებში საკუთარი კალმის შეტანა შეუძლიათ. საწერი კალამი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: იყოს აუცილებლად შავი ფერის და ჰქონდეს 0,5 მმ-დან 0,7 მმ-მდე ბურთულიანი წვერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *