აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
აუდიტორიები და კორიდორები გარემონტდება. სამუშაოებისათვის ტენდერი ორ ნაწილადაა გამოცხადებული. I კორპუსის აუდიტორიების (ქუთაისი, თამარ მეფის 59. აუდიტორიები №№1224,,1122, 1226, 1227, 1229, 1221, 1107, 1112) და კოლიდორის, აგრეთვე XVIII კორპუსის აუდიტორიებისა (ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის 21. ოთახი №№219ა, 219ბ, 320) და VI კორპუსის სარემონტო სამუშაოებისათვის (ქ.ქუთაისი, ვ.კუპრაძის 17) 45 ათასი ლარია გამოყოფილი.
57 ათასი ლარია გათვალისწინებული უნივერსიტეტის III კორპუსის აუდიტორიების (3207, 3208, 3303, 3306, 3317, 3410, 3414, 3515, 3104, 3101, 3102), კორიდორების მოსაწყობად.
სულ უნივერსიტეტის აუდიტორიებისა და კორიდორების მოსაწყობად 102 ათასი ლარია გათვალისწინებული.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აუდიტორიებში შეიღებება კედლები და ჭერი, მოწესრიგდება იატაკი, გამოიცვლება დაფები, გაკეთდება ახალი ელექტროგაყვანილობა, ზოგან შეიცვლება ფანჯრები და გაკეთდება მეტალოპლასმასის ფანჯრები ორმაგი მინით, XVIII კორპუსში სახურავის სარემონტო სამუშაოებიც ჩატარდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს. ამასთანავე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე წარმოადგინოს შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სერთიფიკატები).
მიმწოდებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოების პროცესში მისი მიზეზით დაზიანებული ინფრასტრუქტურა; მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს შესრულების დროს დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები და წესები.
ორივე ტენდერზე წინადადებების მიღება 15 ივლისიდან დაიწყება და 20 ივლისს დასრულდება.