საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება.

დღეს გამოცდას პედაგოგები და აბიტურიენტები აბარებენ.


პედაგოგთა პროფესიული უნარების გამოცდა უკვე დასრულდა, სადაც დარეგისტრირებულ პრაქტიკოს მასწავლებელთა 66 % გამოცხადდა.

აბიტურიენტებმა კი მათემატიკის გამოცდა უნდა ჩააბარონ, რისთვისაც რეგისტრაცია 15:00 საათზე დაიწყება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

სურვილის შემთხვევაში, გამოცდის მონაწილეებს საგამოცდო ცენტრებში საკუთარი კალმის შეტანა შეუძლიათ. საწერი კალამი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: იყოს აუცილებლად შავი ფერის და ჰქონდეს 0,5 მმ-დან 0,7 მმ-მდე ბურთულიანი წვერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *