ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება.
დღეს გამოცდებს პედაგოგები აბარებენ.
პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად გამოცდაზე დარეგისტრირებულ პრაქტიკოს მასწავლებელთა 65%-ზე მეტი გამოცხადდა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 15:00 საათზე დაიწყება და მაგისტრანტობის მსურველები ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის გამოცდას ჩააბარებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.