ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო.
უნივერსიტეტის რექტორის თემურ მურღულიას თქმით, ადგილზე ბეტონის მომზადების მოედანი კეთდება. ასევე, გათხრილია ქვაბული.
“ავანტიურისტები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს პერსპექტივა არ აქვს, თუმცა, სასწავლო პროგრამებზე მუშაობა, მიუნჰენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად, ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტისთვის მსგავსი კაპიტალურად მზადება ემსახურება იმას, რომ მან უნდა გაუძლოს ყველა გამოწვევას, რომელიც ახალ უნივერსიტეტს ექნება. უნდა იყოს თანამდეროვე მოთხოვნების შესაბამისი. 2019 წელს სტუდენტების მიღება ჩვენს პრიორიტეტად რჩება. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე, ჩვენ სტუდენტების მოსაზიდად სხვადასხვა აქტივობებს განვახორციელებთ, მათ შორის ოლიმპიადებსა და შეხვედრებს სხვადასხვა სკოლაში,”-განაცხადა თემურ მურღულიამ.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ფონდმა “ქართუმ” 2016 წელს დაიწყო.
ფოტოები უნივერსიტეტის მშენებლობის ადგილიდან, რომელსაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მუხნარის ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს: