ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება.
დღეს აბიტურიენტებმა ინგლისურისა და გერმანული ენების გამოცდა ჩააბარეს.
პირველი სესიისათვის დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 96%-მდე აბიტურიენტი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.
პირველი სესია 09:00 საათზე დაიწყო და 11:40 საათზე დასრულდა.
ცენტრებთან საპატრულო, სასწრაფო და სახანძრო მანქანებია მობილიზებული.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.