ერთიან ეროვნულ გამოცდას დღეს მასწავლებლები,
მასწავლებლობის მსურველები და მაგისტრანტები აბარებენ.
პირველ სესიაზე დარეგისტრირებულ მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა 72%-ზე მეტი გამოცხადდა.
რაც შეეხება მაგისტრანტობის მსურველებს, მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 15:00 საათზე დაიწყება და ისინი წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის გამოცდას ჩააბარებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.