ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება.
დღეს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას წერენ.დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 95%-ზე მეტი გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი. 5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. 6 ივლისის განრიგს ცვლილებები არ შეხებია.
აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა უკვე ჩააბარეს.