წყალტუბოში საზაფხულო ბაღი გაიხსნა.
ბაღი იმ ბავშვებს მოესმხაურება, რომელთა მშობლების ზაფხულს განმავლობაშიც დასაქმებული არიან.
“პირველად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის თანდგომით გაიხსნა “საზაფხულო ბაღი”,რომელიც განთავსებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის N2 საბავშვო ბაგა–ბაღში ოთხჯერადი კვებით,სადაც ბავშვთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, ამჟამად კი 40–მდე ბავშვია.მომავალში იგეგმება ქალაქის ყველა ბაღში თითო ჯგუფის გახსნა”, – განაცხადა ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის “საბავშვო ბაღების გაერთიანების” მმართველმა გიორგი იობიძემ.