ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება.
ამ წუთებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბოლო სესია მიმდინარეობს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 97%-მდე აპლიკანტი გამოცხადდა.
ბოლო სესია ქართულ ენასა და ლიტერატურაში 13:00 საათსა და 15 წუთზე დასრულდება.
6 ივლისიდან კი ზოგადი უნარების გამოცდა დაიწყება.
“თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში”- გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ქუთაისში