საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.
აბიტურიენტებმა დღეს ელექტრონული ფორმატის ქართული ენისა და ლიტერატურის მესამე ვარიანტის ტესტები წერეს.
გამოცდის მესამე დღეს საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა 93% გამოცხადდა.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
გამოცდა საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.
რაც შეეხება ქუთაისს, ქალაქში 3 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც გამოცდას 5 000-მდე აბიტურიენტი აბარებს.