საქართველოს მასშტაბით აბიტურიენტები ერთიანი ეროვნულ გამოცდებს აბარებენ.
ისინი დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე ვარიანტის ელექტრონული ფორმატის საგამოცდო ტესტებს წერენ.
დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მეორე დღეს აბიტურიენტთა დაახლოებით 4% არ გამოცხადდა.
რაც შეეხება ქუთაისი არსებულ მდგომარეობას, რადიო “ძველი ქალაქი” შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის წარმომადგენელს ესაუბრა. ცენტრში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე, ქუთაისის მასშტაბით არსებულ საგამოცდო ცენტრებში დაგვიანების გამო აბიტურიენტთა გამოცდაზე არ დაშვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით 22, ხოლო ქუთაისის- 3 საგამოცდო ცენტრში ტარდება.