აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ე.წ. უფასო მიმართულებებზე 760 სტუდენტს მიიღებს. ახალი სასწავლო წლისათვის მისაღები სპეციალობებისა და მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სპეციალობების ჩამონათვალს აქვეყნებს. აქვეა აღნიშნული, რომელ ფაკულტეტზე რამდენი სტუდენტის მიღებაა გათვალისწინებული.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

ქართული ენა და ლიტერატურა – სულ მისაღებია 150 სტუდენტი, აქედან სახელმწიფო 140-ის სწავლას სრულად დააფინანსებს.
ინგლისური ენა და ლიტერატურა – მისაღებია – 75 , სახელმწიფოს მხრიდან ეს პროგრამა არ ფინანსდება.
გერმანული ენა და ლიტერატურა – მისაღებია 25, სრულად ფინანსდება 5.
ფრანგული ენა და ლიტერატურა – მისაღებია 15, სრულად ფინანსდება 5.
რუსული ენა და ლიტერატურა – მისაღებია 15, სახელმწიფოს მხრიდან ეს პროგრამა არ ფინანსდება.
აღმოსავლური ფილოლოგია – მისაღებია 45, სახელმწიფო 10 სტუდენტის სწავლას დააფინანსებს.
არქეოლოგია – მისაღებია 30, სახელმწიფო 25-ის სწავლას დააფინანსებს.
ისტორია – მისაღებია 60, სახელმწიფო 55-ის სწავლას დააფინანსებს.
ფილოსოფია – მისაღებია 25, სახელმწიფო ამ პროგრამას არ აფინანსებს.

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

ბიზნესის ადმინისტრირება – მისაღებია 150 სტუდენტი, სახელმწიფო ამ პროგრამას არ აფინანსებს.
ეკონომიკა – მისაღებია 100 სტუდენტი. სახელმწიფო 100-ვეს სწავლას დააფინანსებს.
სოციალური მეცნიერებები – მისაღებია 90 სტუდენტი. სახელმწიფოსგან არ ფინანსდება.
სამართალი – მისაღებია 100 სტუდენტი. სახელმწიფო არც ამ მიმართულებას აფინანსებს.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:

მათემატიკა – მისაღებია 60, სახელწმიფო 40 სტუდენტის სწავლას სრულად დააფინანსებს.
კომპიუტერული მეცნიერებები – მისაღებია 50, სახელმწიფოსგან სრულად არ ფინანსდება.
ქიმია – მისაღებია 25, სახელმწიფო 15 სტუდენტის სწავლას სრულად დააფინანსებს.
გეოგრაფია – მისაღებია 50 სტუდენტი. 15 -ის სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.
ბიოლოგია – მისაღებია 50, 30 სტუდენტის სწავლა აქაც სრულად დაფინანსდება.
ეკოლოგია – მისაღებია 25, სახელმწიფო სრულად 15 სტუდენტს დააფინანსებს.
გამოყენებითი მეცნიერებები – მისაღებია 25 , სახელმწიფო 5 სტუდენტის სწავლას სრულად დააფინანსებს.
ფიზიკა – 15 სტუდენტია მისაღები და სახელმწიფო 15-ვეს სრულად დააფინანსებს.

მედიცინის ფაკულტეტი:

ფარმაცია – მისაღებია 30 სტუდენტი.
ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია – მისაღებია 15.
სამკურნალო საქმე – მისაღებია 30
სტომატოლოგია – მისაღებია 30
მედიცინა +PBL – მისაღებია 32
ამ ფაკულტეტზე სახელმწიფო სწავლას სრულად არ აფინანსებს.

საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი:

სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა – მისაღებია 25, სახელმწიფო 20 სტუდენტის სწავლას სრულად დააფინანსებს.
ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა – მისაღებია 25 სტუდენტი. სახელმწიფოსგან სრულად არ ფინანსდება.
ელექტრული ინჟინერია – მისაღებია 75, სახელმწიფო აფინანსებს სრულად 50 სტუდენტის სწავლას.
მშენებლობა – მისაღებია 60. სრულად ფინანსდება 45 სტუდენტის სწავლა.
ხარისხის მართვა და ტექნიკურ-ეკონომიკური ექსპერტიზა – მისაღებია 25. სრულად ფინანსდება 10 სტუდენტის სწავლა.
კვების ინდუსტრიის ინჟინერია, საწარმოო პროცესებისა და მანქანების მართვა – მისაღებია – 25, სახელმწიფო 10 სტუდენტის სწავლას სრულად დააფინანსებს.

საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი:

გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია – მისაღებია 30,სახელმწიფო 10 სტუდენტის სწავლას სრულად დააფინანსებს.
სასურსათო ტექნოლოგია – მისაღებია 40, სრულად დაფინანსდება 30-ის სწავლა.
გამოყენებითი დიზაინი – მისაღებია 30. სრულად დაფინანსდება 10 სტუდენტის სწავლა.
ფარმაცევტული პრეპარატების ქიმია და ტექნოლოგია – მისაღებია 30. სრულად ფინანსდება 10 სტუდენტის სწავლა.

საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტი:

საზღვაო ტრანსპორტის მენეჯმენტი – მისაღებია 50 სტუდენტი. სახელმწიფოსგან პროგრამა სრულად არ ფინანსდება.

აგრარული ფაკულტეტი :

ტურიზმი – მისაღებია 100 სტუდენტი. სახელმწიფოსგან სრულად არ ფინანსდება.
აგრონომია – მისაღებია 60. სახელმწიფო 60-ვეს სწავლას სრულად დააფინანსებს.
აგროინჟინერია – მისარებია 30. სახელმწიფო აქაც 30-ვეს სრულად დააფინანსებს.
აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა – მისაღებია 30, 30-ვე სტუდენტის სწავლას აქც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *