განათლება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი დასავლეთ საქართველოში 30 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას იწყებს
31 მაისს, 13 საათზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში მედიის წარმომადგენლებისთვის დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის დაწყებას დაანონსებს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს.

დასავლეთ საქართველოში სრული რებილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას, სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15,200 მოსწავლისათვის. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 15 მილიონ აშშ დოლარს. სამუშაოების ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ხელს უწყობს დასაქმებასაც. შესაბამისად, უკვე შეიქმნება 1,500-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

ვანში დაგეგმილ ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე დაესწრება.

დღემდე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 44 საჯარო სკოლას მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში. მიმდინარეობს 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში.

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (Mჩჩ) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი დღეისათვის საქართველოს განათლების სფეროში ჩადებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს
17:09 / 12.12.2018
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 28 დეკემბერს შეწყდება.
13:02 / 08.12.2018

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 28 დეკემბერს შეწყდება.

კომპანია მ²-მა ზესტაფონში სამშენებლო
12:28 / 26.11.2018
კომპანია მ²-მა ზესტაფონში სამშენებლო
ახალი ამბები
მერაბ მეშველიანი მერიის საბინაო სამსახურის გაუქმებას აპროტესტებს
14:56 / 12.12.2018
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მერაბ მეშველიანი მერიის საბინაო სამსახურის გაუქმებას აპროტესტებს.
მეშახტეები მინდელის სახელობის შახტში სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვენ
13:09 / 12.12.2018
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მეშახტეები სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვენ.
ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
12:48 / 12.12.2018
კლიმატური საერთაშორისო მოძრაობა 350.ორგ-ის წარმომადგენელი საქართველოში
ზესტაფონში საპროტესტო აქციები მომავალი კვირიდან განახლდება
16:08 / 11.12.2018
ზესტაფონში საპროტესტო აქციები მომავალი კვირიდან გაგრძელდება.
ზესტაფონის მერი მერობის ყოფილ კანდიდატს გიორგი გოგლიჩიძეს სასამართლოში უჩივლებს
13:44 / 11.12.2018
ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე ზესტაფონის მერობის ყოფილ კანდიდატსა და მიმდინარე აქციების ორგანიზატორს
ვალუტა
EUR
EUR
3.0144
TRY
TRY
0.4940
USD
USD
2.6594
«« დეკემბერი  »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
თბილისი -1 - 8 °C
img
ქუთაისი 3 - 8 °C
img
ბათუმი 6 - 9 °C
img