აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

“სახელოვნებო კვირეული” დაიწყო. კვირეულის ფარგლებში 9 სხვადასხვა ტიპის ღონისძიება გაიმართება. კვირეული დღეს სტუდენტთა და უნივერსიტეტის თანამშრომელთა ხელნაკეთი და ფერწერული ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა. გამოფენაზე 10-მდე ავტორის 100-ზე მეტი ნამუშევარი წარმოადგინეს.

“გამოფენა 31 რიცხვამდე გასტანს. სახელოვნებო კვირეულის გამართვა უკვე ტრადიციად იქცა. ჩვენი მიზანია კულტურის განვითარების სტრატეგიაში მივიღოთ მონაწილეობა. 31 მაისის ჩათვლით საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამა გვაქვს, მათ შორის მოეწყობა “ეთნოპარკი”. ამ ტიპის ღონისძიებას შარშან ჩაეყარა საფუძველი. ესაა დასავლეთ საქართველოს 8 მხარის გამოფენა როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ისე კულინარიის, მოეწყობა ღვინის ფესტივალი და ა.შ.” – განაცხადა უნივერსიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრის კულტურის მიმართულების მიმართულების კოორდინატორმა ლევან კვატაშიძემ.

სახელოვნებო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი ასეთია :

29 მაისი

14 საათი – უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, მწვანე დარბაზი – აწსუს-ს სტუდენთა ლექსების კრებულის პრეზენტაცია

14 საათი – უნივერისტეტის თეატრაული დასის სპექტაკლი “ბოდიში, რომ ცოცხალი ვარ”

30 მაისი

14 საათი – ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლიტერატურულ-მუსიკალური წარმოდგენა “გეორგიადა”

19 საათი – ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი – აწსუ-ს სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლების “კოლხასა” და “ადილას” კონცერტი

21 საათი – ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორია – აწსუ-ს დიზაინის სპეციალობის სტუდენტთა და პედაგოგთა მოდელების ჩვენება.

31 მაისი

16 საათი – აწსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია – “ეთნოპარკი”

17 საათი – აწსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია – თ. კობახიძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *