ქუთაისში გაეროს მოდელირება 2018 გაიმართება.
პროექტში მონაწილეობას ქუთაისში მცხოვრები და ქუთაისთან დაძმობილებული 15 ქალაქის წარმომადგენლები მიიღებენ. ჯამში 60 ახალგაზრდა. პროგრამას ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ქუთაისის მერიასთან, გაეროს განვითარების ფონდთან და მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
“გვინდა, ახალგაზრდები გავააქტიუროთ და მათი ლიდერული უნარ-ჩვევები გავაძლიეროთ. იმედი გავქვს, სტუდენტების მხრიდან მაქსიმალური ინტერესი იქნება,”-განაცხადა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინიო ხუხუამ.
კონფერენცია სექტემბრის თვეში 4 დღე გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობის მიღება 18-25 წლის ახალგაზრდებს შეეძლებათ. პროგრამა ინგლისურად წარიმართება და მთავარ მოთხოვნასაც აპლიკანტისათვის უცხო ენის ცოდნა წარმოადგენს.
მონაწილეები აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან.