ქუთაისის საჯარო სკოლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო სტენდი დაიდგმება.

სტენდები 23-ე, 29-ე და 31-ე სკოლებში განთავსდება.

“ვფიქრობ, რომ სტენდების გახსნა ახალგაზრდებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. სტენდები საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, რომ ყველა სიახლეს გაეცნონ,”-განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.

სტენდებზე განთავსებული ბროშურები, ანგარიშები და სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო მასალები ეტაპობრივად განახლდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *