“ცა ყველასთვის ერთია”- ქუთაისის ახალგაზრდული
ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები თბილისში გამოიფინება.
გამოფენა, რომლის თემაც “თანასწორობაა”, კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრის ფოიეში მოეწყობა.
“ჩავატარეთ ექსპერიმენტი, მოსწავლეებს არ გავაცანით ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით. გვაინტერესებდა ბავშვების პირადი დამოკიდებულება, როგორ აღიქვამდნენ საკითხს. შედეგით სასიამოვნოდ განცვიფრებული დავრჩით,”-განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ.
გამოფენაზე, თანასწორობის თემაზე მიძღვნილი ნამუშევრების გარდა, წლის განმავლობაში შესრულებული სხვა სურათებიც იქნება წარმოდგენილი.
გამოფენა 30 აპრილს, ორშაბათს, 17:00-დან – 20:00-მდე მოეწყობა.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი მედიასკოლას, სამხატვრო და ქორეოგრაფიულ სტუდიებს აერთიანებს.