გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს, ქუთაისის N1 საჯარო სკოლას იშვიათი ჯიშის მცენარე გადასცა.
“ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსზე, ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალიან კარგი პრეზენტაცია წარმოადგინეს და მათ მიერ შერჩეული საკითხების სიღრმისეული ცოდნა აჩვენეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს მათ საჩუქრად უნიკალური ჯიშის ხე გადავეცით. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ამ ასაკიდანვე იგრძნონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და აუცილებელია თითოეული ადამიანის ჩართულობა ამ კუთხით”, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
წელს, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფინალური ტური 21 მარტს ჩატარდა და მას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა.