სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი
“თაობათა დიალოგი” იწყებს ახალ, მოდელირებულ პროგრამას “საქართველოს პრეზიდენტი”.
“საქართველოს პრეზიდენტი”, როგორც სიმულაციური აქტივობა გულისხმობს, საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების იმიტაციას. მოდელირება პრეზიდენტის არჩევის ახალ წესს ეხება, რომელიც მომდევნო არჩევნებზე შედის ძალაში.
პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში საარჩევნო პროცესებისა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესის თაობაზე ცნობიერების გაზრდა, მათი ინფორმირება და საარჩევნო პროცესში სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა.
პირველ ეტაპზე პროგრამაში შერჩეული იქნება 20-მდე დელეგატი, რომლებიც შემდგომ გამოცხადებული, ახალი განაცხადის მიხედვით, შეარჩევენ პრეზიდენტობის კანდიდატებს. შერჩეული პრეზიდენტობის კანდიდატები შექმნიან თავიანთ საარჩევნო გუნდებს და აწარმოებენ კამპანიებს. ისინი წარდგებიან თავიანთი პროგრამებით დელეგატების წინაშე. დელაგეტებისა და ჟიურის წევრების შეფასების მიხედვით არჩეული იქნება საქართველოს პრეზიდენტი.
პროგრამა 2 თვიანია და სამი ეტაპისგან შედგება. სპეციალური სატრენინგო პროგრამა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით; სიმულაციის პირველი, მეორე და მესამე ფაზა, რომელიც პროგრამის უკუკავშირით და შეჯამებით დასრულდება.
პროგრამაში გამოვლინდება 4 გამარჯვებული: არჩეული საქართველოს პრეზიდენტი, და სამი საუკეთესო დელეგატი.
პროგრამის კარგი მონაცემების მქონე დელეგატები შესაბამისი დონის სერთიფიკატებს მიიღებენ.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 29 წლამდე დაინტერესებულ პირებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის::#RICDOG – ricdog@live.com