საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლისათვის
multicat=36 პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდება.
I ეტაპი 2018 წლის 10 აპრილს დაიწყო და 27 აპრილამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია სკოლებში განხორციელდება და რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება სკოლაში 30 აპრილი – 07 მაისის ჩათვლით განხორციელდება.
II ეტაპი საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას მოიცავს, რომელიც 2018 წლის 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.
სამინისტროს ინფორმაციით, I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
რეგისტრაციის III ეტაპი 2018 წლის 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
2018-2019 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. 2018-2019 სასწავლო წელი დაიწყება 17 სექტემბერს.