წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში
საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაებზე 105 ათასი ლარი დაიხარჯება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის, გრიგოლ იოსელიანის თქმით, პსოფელ გვიშტიბის ბაღში სამუშაოები ახლახანს დაიწყო, და რეაბილიტაციასთან ერთად ფართის მოშენების სამუშაოები მიმდინარეობს.
“ბავშვთა ნაკადის ზრდასთან ერთად გაჩნდა მოთხოვნილება ფართის მომატების. ჩვენ გადავწყვიტეთ სარემონტო სამუშაოებთან ერთად დაგვეწყო მოშენების სამუშაოებიც, რისთვისაც “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთისანებამ” გამოყო თანხა – 105 000 ლარი”, _ განმარტა გრიგოლ იოსელიანმა.
წყალტუბოს ბაღების გაერთიანების მმართველის გიორგი იობიძის ინფორმაციით, გვიშტიბი პირველი სოფელია, სადაც საბავშვო ბაღის გათბობა ცენტრალურ სისტემაზე ბუნებრივი აირით მოხდება.