ქუთაისში საუკეთესო კალიგრაფიის
მქონე მოსწავლეები და პედაგოგები გამოავლინეს. I, II და III ადგილზე გასული კონკურსანტები სიგელებითა და ფულადი ჯილდოებით უკვე დასაჩუქრდნენ.
მოსწავლეთაგან I ადგილი №17 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ბობოხიძემ დაიკავა. მეორე ადგილი №32 საჯარო სკოლის წარმომადგენელს ქეთევან ინასარიძეს, ხოლო III ადგილი №21 საჯარო სკოლის მოსწავლე ლილე ლანჩავას ერგო.
საპრიზო ადგილები პედაგოგებში შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი – ნატო დანგაძე ( №24 საჯარო სკოლა );
II ადგილი – ინგა ტორჩინავა ( №10 საჯარო სკოლა );
III ადგილი – ნატალია გორდაძე ( №45 საჯარო სკოლა ).
კალიგრაფიის კონკურსი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ა(ა)იპ ” ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ორგანიზებით”, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში 11 აპრილს ჩატარდა.