აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 13 აპრილს “ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვა გაიმართა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტმა და ქართული ენის მიმართულებასთან არსებულმა სტუდენტთა საენათმეცნიერო წრემ წელს “ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვა მეათედ მოაწყო. მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლო. წელს ღონისძიებას აწსუ-ს ინდოელი სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი სამედიცინო ფაკულეტეტის სტუდენტები არიან.