კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, დ. ნაზარიშვილის სახელობის მუზეუმ-ნაკრძალში, 14 აპრილს,

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ძველი ქართული ანბანის პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სააგენტოს თანამშრომლებმა და ქუთაისის სხვადასხვა სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. მოსწავლეებს წარუდგინეს ასომთავრული, ნუსხური და მხედრული ანბანის ნიმუშები, წარწერები, უძველესი ნაწარმოებები და შესთავაზეს, თავადაც დაეწერათ ნიმუშები სპეციალურად შექმნილ რვეულში. ნაზარიშვილის სახელობის მუზეუმ-ნაკრძალში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის, რამდენიმე პროგრამა ფუნქციონირებს, რომელთა მეშვეობითაც, სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ მიიღონ მეტი ინფორმაცია ქართული ისტორიის, კულტურის, განათლების, ხუროთმოძრვრების შესახებ. ძველი ქართული ანბანის შესწავლა კი, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული და მსოფლიო 14 დამწერლობას შორის, სილამაზით მე-3 ადგილს იკავებს, იქნება პროგრამა, რომლის შესწავლა მთელი საქართველოს მასშტაბით, უფროსი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტებს შეეძლებათ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *