ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საინფორმაციო
კამპანია გამართეს და ქუთაისის ქუჩებში მომქალაქეებს პატარა გამოცდა მოუწყყვეს. რა დღეა დღეს და რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს? – კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მომქალაეებს წიგნები გადასცეს.
“დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ჩავატარეთ წამახალისებელი საინფორმაციო კამპანია. გამვლელებს ვკითხეთ დღეს რა დღე აღინიშნება. ვინც ვერ გაგვცა კითხვაზე პასუხი ბროშურები გადავეცით, ხოლო ვინც გვიპასუხა წიგნი ვაჩუქეთ”-, აღნიშნა ქუთაისის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გაგა ჩიხლაძემ.