აწსუ-ში სახელმწიფო ენის
დღისადმი მიძღვნილი კონკურსი “ვინ უკეთ წერს” გაიმართა.
კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა ერთი საათის განმავლობაში ჩანახატები, ნოველები და თხზულებები შექმნეს. სტუდენტებს ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს.
წერეთლის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის რუსუდან საღინაძის განცხადებით, აღნიშნული კონკურსი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და მასთან არსებული სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის ორგანიზებით ეწყობა.
“ქართული ენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველია. მას გაფრთხილება სჭირდება და გაძლიერება. ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლები, ვაძლიერებთ ენას,”-განაცხადა საღინაძემ.
გამარჯვებულები 13 აპრილს დაჯილდოვდებიან.
სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ხვალ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეების მონაწილეობით სამეცნიერო კონფერენცია მოეწყობა. პარასკევს კი “ვეფხისტყაოსნის” საჯაროდ კითხვა გაიმართება.