აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო
ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დღეს იწყება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ათამდე ღონისძიება. მათ შორისაა “ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვა.
კვირეულის პროგრამა კი ასეთია:
1. პროექტის “მე მიყვარს ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა” ფარგლებში ქართულ ენაში მომზადების პროგრამის არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის კარნახი ქართულ ენაში –
11 აპრილი, 12 საათი, აუდიტ. №1127
2. კონკურსი “ვინ უკეთ წერს” – 11 აპრილი, 13 სთ, აუდიტ. №1117
• განსაზღვრულ დროში (1 საათი) ნაწარმოების (ჩანახატი, ნოველა, ლექსი, მოთხრობა, ესსე…) შექმნა მოცემულ თავისუფალ თემაზე;
• მონაწილეობა შეუძლია აწსუ ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს
3. ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის კონფერენცია – 12 აპრილი, 12 სთ, აუდიტ. № 1114
4. ვიქტორინა “თუ დაივიწყე ენა ქართული!..” – 12 აპრილი, 15 სთ, აუდიტ. №1113
• მონაწილეობა შეუძლია აწსუ ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებისგან შემდგარ 6 კაციან გუნდს;
• გუნდებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სტუდენტური თვითმმართველობის ოფისში, აუდიტ. № 1130
5. სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი “ბუკლეტების” დარიგება უნივერსიტეტისა და ქალაქის მასშტაბით – 13 აპრილი, 10 სთ
6. გამოფენა
• უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის ფუძემდებლები (საარქივო ფოტო-დოკუმენტური მასალები)
• პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა კალიგრაფიული ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები
7. “ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვა – 13 აპრილი, 11 სთ (აწსუ, ღია სივრცე)
8. სტუდენტთა II საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია ქართულ ენაში – 13 აპრილი, 13 სთ, აუდიტ. №1114
გამარჯვებულთა დაჯილდოება
9. ექსკურსია კონფერენციის მონაწილეთათვის – 14 აპრილი, 11 სთ, გელათი-მოწამეთა.