2018 წლიდან, შესაძლოა, სტუდენტებმა სწავლა
ბაკალავრის 3 წლიან პროგრამაზე დაიწყონ. ეს მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილება შევა. ცვლილების მიხედვით, ბაკალავრიატის პროგრამა რამდენიმე მიმართულებაზე 4 წლიდან 3 წლამდე უნდა შემცირდს. გარდა ამისა, დაგეგმილია მაგისტრატურაში სწავლების ხანგრძლივობის 1 წლამდეშემცირება.
სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში უნდა განისაზღვროს იმ მიმართულებების და სფეროების ჩამონათვალი, სადაც 3 წელიწადში იქნება შესაძლებელი ბაკლავრიატზე სწავლება და შესაბამისი დიპლომის მიღება.
რადიო “ძველი ქალაქი” განათლების სამინისტროს წარმომადგენელს ესაუბრა. ვრცელ მასალას თემის შესახებ უახლოეს დღეებში მოგაწვდით.