პროექტის ფარგლებში გაკეთდა ფართის შიდა
კოსმეტიკური და ფასადური სამუშაოები, დასრულებულია იატაკის, კედლების და ელეტროგაყვანილობის სამუშაოები, გაკეთდა სველი წერილები, ჩასმულია კარ-ფანჯრები. წყალტუბოში ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრის დაარსების იდეა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს ცოტნე ზურაბიანს ეკუთვნის. ამ პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 143 ლარი დაიხარჯა. ინოვაცნიური ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით იფუნქციონირებს, წყალტუბოში შეიქმნება სახალხო სივრცე, სადაც დაეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მშენებარე ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი დაათვალიერა და მშენებლობის დეტალებს გაეცნო.
ცენტრი ყოფილი ცენტრალური ბიბლიოთეკის ადგილზე მდებარეობს. ობიექტის გახსნა უახლოეს პერიოდში იგეგმება.