ქუთაისის მერია იწყებს პროქტს “ლიდერთა ზამთრის სკოლა”.
“ლიდერთა ზამთრის სკოლა”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქუთაისში მცხოვრებ ახალგაზრდებს 18-დან 25 წლამდე. პროექტი განხორციელდება საქართველოს კურორტზე, 16-26 თებერვალს, ორ ნაკადად. სკოლაში ჩატარდება ტრენინგები თემებზე “პროექტების წერა”, “ფონდების მოძიება”, “სამოქალაქო აქტივიზმი”, “ადვოკატირების კამპანია”,”ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები”.
“ზამთრის ლიდერთა სკოლაში” მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი.
გარდა ამისა, ქუთაისის მერია “ლიდერთა ზამთრის სკოლის” საორგანიზაციო ჯგუფის წევრ ახალგაზრდა ლიდერთა შესარჩევ კონკურსსაც აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა ახალგაზრდებს 20-დან 30 წლამდე შეუძლიათ.
ლიდერობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი.