წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში
სასწავლო პროცესი 29 იანვარს განახლდა.
მოსწავლეთა მშობლები ვარაუდობდნენ, რომ სწავლის დაგვიანებით განახლება მოლაპარაკებებს უკავშირდებოდა, რომლის მიხედვითაც ბაგა-ბაღები ფასიანი უნდა გამხდარიყო. როგორც მშობლები აცხადებდნენ, სავარაუდოდ, სწავლის ფასი 30 ლარი უნდა ყოფილიყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ბაგა-ბაღები კვლავ უფასო იქნება, რაც შეეხება სასწავლო პროცესის 29 იანვარს განახლებას, პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაღებში სამზარეულოებისა და საწყობების მოწყობა მიმდინარეობდა.
“ვარაუდის დონეზე ვერ ვიტყვი თუ რამ გამოიწვია მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. ამ ეტაპზე წყალტუბოში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლა უფასოა. თითქმის ყველა ბაღში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებების შესაბამისად, სამზარეულოებისა და საწყობების მოწყობა მიმდინარეობდა,”-აცხადებენ პრესსამსახურში.
სასწავლო პროცესი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 20-ივე ბაღში განახლდა.