აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა 2018-2024 წლების სტრატეგიული გეგმა განიხილეს.
პრეზენტაციაში მონაწილეობა ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მასმედიამ და პოტენციურმა დამსაქმებლებმა მიიღეს.
სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებად სწავლებისა და კვლევის ხარისხის განვითარება, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული და მატერიალური სერვისების განვითარება, მართვის სისტემების სრულყოფა დასახელდა.
როგორც უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ განაცხადა, უმაღლესი სასწავლებელი თავს ვალდებულად თვლის, რომ საზოგადოებას მიღწეული წარმატებები და მომავალი გეგმები გააცნოს.
შეხვედრაში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყურადღება უნივერსიტეტში გენდერული კულტურის დანერგვაზე გაამახვილეს. გარდა ამისა, პოტენციურმა დამსაქმებლებმა სტუდენტთა საკუთარი თავის პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. კიდევ ერთ მოთხოვნად უცხო ენების ცოდნაც დასახელდა.
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი განმარტავს, რომ ორგანიზაციებთან მომავალი თანამშრომლობის შედეგად მსგავსი საკითხების გადაჭრა იგეგმება.