ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკისათვის 715 ათასი ლარია გამოყოფილი.
ამ თანხით უნდა მოხდეს საბიბლიოთეკო ფონდის ციფრულ ფორმატში გადაყვანა, ფონდების შევსება უახლესი ლიტერატურით, არსებული ფონდების დამუშავება სპეციალური მეთოდოლოგიით, სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა, ინოვაციური პროცესების დანერგვა.
თანხაში შედის საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. 715 ათასი ლარიდან უნდა მოხდეს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაც.