პროფესორმა მიხეილ კოტიშაძემ აკაკი წერეთლის

სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა თემაზე: “როგორ გამოვიგონოთ, ანუ საჭიროა თუ არა გამომგონებლისთვის განსაკუთრებული ნიჭი”.
მიხეილ კოტიშაძე აცხადებს, რომ გამომგონებლობისთვის განსაკუთრებული ნიჭი საჭირო არ არის და ის ბევრი შრომით და მიზანდასახულობით მიიღწევა.

“ნებისმიერი ადამიანი დაბადებისთანავე იღებს ტალანტს, იგივე ინტელექტს, იგივე ნიჭს, იგივე ჭკუას და შემდეგ ცოდნის მიღებით იყენებს ამ ინტელექტს. ანუ, საჭიროა არა რაიმე განსაკუთრებული ნიჭი, რომელსაც თითქოს და ღმერთი მხოლოდ ერთ პიროვნებას ანიჭებს, არამედ საჭიროა ძალიან ბევრი შრომა და მიზანდასახულობა, რომ მიაღწიო გარკვეულ მიზანს, მათ შორის გახდე გამომგონებელი.” – აცხადებს მიხეილ კოტიშაძე.

შესაძლოა თუ არა ყველა ადამიანი გახდეს გამომგონებელი? – პროფესორი მიხეილ კოტიშაძე გვპასუხობს: ” შესაძლოა, რასაკვირველია, ვისაც ეს უნდა ყველა მიაღწევს. მხოლოდ საჭიროა კარგი მასწავლებელი, შენი მონდომება და ბევრი შრომა.”

პროფესორი ამბობს, რომ დღეს გამომგონებლობა, საკუთარი ცოდნა პატენტის სახით ძალიან დაფასდა და დღეს ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია მსოფლიოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *