ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი
შეუფერხებლად მიმდინარეობს. გუშინ სტიქიამ რამდენიმე სკოლას პრობლემები შეუქმნა. სწავლა შეწყდა 36-ე საჯარო სკოლაში. 32- და 35-ე სკოლებიდან კი ბავშვები მაშველებმა გამოიყვანეს.
“კომისიების შექმნა დაიწყო. დაიწყება ზარალის დათვლაც. სკოლებს უნდა დავავალოთ, რომ მიახლოებითი ზარალი დაადგინონ. ისეთი დაზიანება არაა, რომ სკოლებს რემონტი სჭირდებოდეს. შლამია შესული და ამას დასჭირდება გაწმენდა. სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს”, – განაცხადა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბადრი ვაშაკიძემ.