ინტერნიუსი-საქართველო, ინტერნიუს ნეტვორქთან ერთად აცხადებს კონკურსს კიევში მულტიმედიური ინოვაციების

ლაბორატორიაში მონაწილეობის მისაღებად. ღონისძიებაში, რომელიც პროექტის “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში” ფარგლებში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ჟურნალისტები და დეველოპერები.
სამდღიანი მულტიმედიური ინოვაციების ლაბორატორია 2017წლის 16-18 ნოემბერს გაიმართება. საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონკურსის წესით შეირჩევა სამი მონაწილისგან შემდგარი ცხრა გუნდი (სამი გუნდი ქვეყნიდან, სულ 27 მონაწილე), რომლებიც წარმოადგენენ საპროექტო იდეებს დაფინანსების მოპოვების მიზნით. თითოეული ქვეყნიდან ერთი გამარჯვებული საპროექტო იდეა დაფინანსდება 2000$ ოდენობის გრანტით. მონაწილეები ასევე გაეცნობიან ინტერნეტსივრცეში თამაშის (gamification)პრინციპებს და პრაქტიკას.
მულტიმედიური ინოვაციური ლაბორატორიის ფარგლებში ჟურნალისტური რედაქციების წარმომადგენლები ისეთ შაბლონებს და ინსტრუმენტებს შეიმუშავებენ, რომლებიც მულტიმედიური კონტენტის ეფექტურად გამოყენების და ინტერნეტაუდიტორიასთან ინტერაქციის საშუალებას იძლევა.
ლაბორატორიის ფარგლებში გაიმართება ვებგვერდის უნივერსალური შაბლონის პრეზენტაცია, რომელიც ღია კოდის კონტენტის მართვის სისტემაზეა (cms) აგებული და შექმნილია მცირებიუჯეტიანი ადგილობრივი მედია საშუალებებისთვის. ვებგვერდის შაბლონი მედიაორგანიზაციებს უფასოდ გადაეცემათ.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 16 ოქტომბერი, 2017, 18:00. განაცხადის შევსება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე https://goo.gl/dC8H7g (ინგლისურ ენაზე).
პროექტი “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში” მიზნად ისახავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას და მედიაწიგნიერების ხელშეწყობას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მაია მიქაშავიძეს, პროექტის დირექტორს (ტელ: +995 32 2923396/97, მობ: 599 589 704, ელ.ფოსტა: maia.mikashavidze@gmail.com) ან შორენა ქოჩიაშვილს, პროექტის კოორდინატორს (ტელ: +995 32 2923396/97, მობ: 598 404 401, ელ.ფოსტა:shorena@internews.ge)

კონკურსში მონაწილეობის პირობები

 მონაწილეობის მისაღებად, თითოეულ გუნდს უნდა ჰყავდეს სამი წევრი; წევრების როლი და გამოცდილება უნდა იყოს განმარტებული;
 თითოეულმა გუნდმა უნდა დაასაბუთოს ინტერნეტსივრცეში ინოვაციური იდეების დანერგვის, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის და სამოქალაქო
ჟურნალისტების ჩართულობით პროექტების განხორციელების გამოცდილება (სულ მცირე სამი მაგალითი);
 გუნდები უნდა წარმოდგენდნენ ჟურნალისტურ რედაქციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროფესიული ეთიკის სტანდარტებს;
 გუნდის ერთი წევრი მაინც უნდა ფლობდეს ინგლისურს, რომელიც წარმოადგენს ლაბორატორიის სამუშაო ენაა;
 გუნდმა უნდა წარმოადგინოს საპროექტო იდეა, რომელიც მოიცავს აუდიტორიასთან ინტერაქციის ელემენტებს და შესაძლებელია განხორციელდეს (დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში) მულტიმედიური ინოვაციების ლაბორატორიის დასრულებიდან ორი თვის ვადაში. პროექტის გრაფიკი და ვადები დადგინდება ორგანიზატორების და გამარჯვებულების მიერ ერთობლივად.

მონაწილეობის ფორმატი

თითოეული ქვეყნიდან შეირჩევა სამი გუნდი (სულ 27 მონაწილე სამივე ქვეყნიდან). შერჩეული გუნდები გაემგზავრებიან კიევში (უკრაინა) მულტიმედიურ ინოვაციურ ლაბორატორიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2017 წლის 16-18 ნოემბერს. ლაბორატორიის ფარგლებში მონაწილეებს წარუდგენენ ღია კოდის “კონტენტის მართვის სისტემაზე” აგებული ვებგვერდის უნივერსალური შაბლონის და ჩაუტარებენ ლექციებს თამაშის პრინციპებზე. ტრენერების დახმარებით გუნდები იმსჯელებენ და განავითარებენ თავიანთ საპროექტო იდეებს, რომლებსაც ჟიურის წარუდგენენ. სამი ყველაზე ძლიერი საპროექტო იდეა (ერთი იდეა ქვეყნიდან)
მიიღებს გრანტს 2,000$ ოდენობით. ორგანიზატორები დაფარავენ შერჩეული გუნდების ტრანსპორტის, კვების და საცხოვრებელ ხარჯებს. ლაბორატორიის სამუშაო ენა არის ინგლისური. ამასთან, ორგანიზატორები უზრუნველყოფენ თარგმანს ინგლისურიდან უკრაინულად, რუმინულად და ქართულად. მულტიმედიური ინოვაციური ლაბორატორიის მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები

განაცხადები შეფასდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
– აპლიკანტების პროფესიონალიზმი;
– შემოთავაზებული საპროექტო იდეის კრეატიულობა/ინოვაციურობა;
– შემოთავაზებული საპროექტო იდეის სიძლიერე და მიზანშეწონილობა;
– გონივრული ბიუჯეტი/ ხარჯების აღწერა.

ბიუჯეტი

პროექტის ფარგლებში გაიცემა სამი გრანტი 2,000$ ოდენობით ყველაზე ძლიერი ინოვაციური საპროექტო იდეების განსახორციელებლად. თითოეული ქვეყნიდან იმარჯვებს ერთი გუნდი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა

2017 წლის 16 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

შენიშვნა: პროექტი “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში” მიზნად ისახავს სასარგებლო ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესებას საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მოქალაქეებისათვის ადგილობრივი მედიის უნარიანობის გაუმჯობესებით, ჟურნალისტიკაში ინოვაციების გამოყენებით, ახალგაზრდებს შორის დიალოგის წახალისებით, ხანდაზმული ხალხის გადამზადებით ინტერნეტიდან მეტი ინფორამციის მისაღებად და სამივე ქვეყნის ჟურნალისტებს შორის თანაშრომლობის წახალისებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *