აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიცარიის ელჩმა
საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა სტუდნტებთან და უნივერსიტეტის წარმომაგენლებთან შეხვედრა გამართა.
შვეიცარიის ელჩის თქმით დღევანდელი შეხვედრა შვეიცარიის საელჩოს ინიციატივით ჩატარდა, რადგან მისი ვიზიტები არ იყოს მხოლოდ თბილისში.
“მე პირველად ვიმყოფები ქუთაისში და ამ უნივერსიტეტში, დღევანდელ შეხვედრაზე სტუდენტებს ვესაუბრეთ შვეიცარიაზე, მის კულტურაზე, განათლების სისტემაზე და იმ დემოკრატიულ მმართველობაზე, რაც მსოფლიოში მართლაც რომ უნიკალურია,”-განაცხადა ლუკას ბენგლიგერმა.
შვეიცარიის ელჩი ასევე უნივერსიტეტის რექტორს გიორგი ღავთაძეს შეხვდა,
“ჩვენ არ გავქვს ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა შვეიცარიასთან, როგორც საფრანგეთთან, გერმანიასთან. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტთან გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში წერეთლის უნივერსიტეტის დოქტორანტებს აქვთ საშუალება განათლება მიიღონ ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში”, -ააცხადებს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე.