ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის
მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება, – ამის შესახებ დღეს ქუთაისში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალზე მყოფმა განათლებისა და მეცნიერების მინიტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ისეთივე უნივერსიტეტი, როგორიც წამყვანი დასავლური უნივერსიტეტებია.
“ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არის რეალური. ჩვენ წელს ვიწყებთ მშნებლობას. იქედან მოვდივარ. ძალიან ჩუმად, უხმაუროდ მიმდინარეობდა სამუშაოები. იქ თუ ვინმე დადგებოდა დაინახავდა. იწყება უკვე კონკრეტულად მშენებლობა და არა მოსამზადებელი სამუშოები და გზის გაყვანა. ჩვენ ოქტომბერში შევხვდებით იმისთვის,რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა აღვნიშნოთ”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ.