“მეცნიერებისა და ინოვაციების” ფესტივალის ფარგლებში, ყველაზე უჩვეულო

სამეცნიერო პიკნიკი, თბილისისა და თელავის შემდეგ, ქუთაისის ცენტრალურ პარკში გაიმართა. პიკნიკზე წარმოდგენილი “საბავშვო მეცნიერებისა” და “ინოვაციური პროექტების” გამოფენები ყველა ასაკის ბავშვის ინტერესებზე იყო მორგებული. დამთვალიერებლებმა უამრავი საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტი და გამოგონება იხილეს, იყო გამოფენები, პრეზენტაციები, პერფომანსები, სახალისო ცდები ქიმიიდან, ფიზიკიდან, ბიოლოგიიდან და ა.შ. მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად ჩაეტარებინათ მსგავსი ექსპერიმენტები და მათთვისაც თვალსაჩინო გამხდარიყო ბევრი მანამდე ამოუხსნელი მოვლენა. პიკნიკში მონაწილეობდა ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე – ბრიტანული სამეცნიერო შოუ.

“ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ რეგიონების მოსწავლეებს ენახა თვალნათლივ ის, რაც ამ ფესტივალზე ხდება. ფესტივალის მთავარი იდეაა მეცნიერების პოპულარიზაცია. 30-მდე კარავია დადგმული და აქედან 15 ჩვენი უნივერსიტეტის. მოხარული ვიქნები, თუ ბავშვები დადებითი ემოციებით წავლენ აქედან”, – განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.

სამეცნიერო პიკნიკზე მისულ დამთავლიერებლებს მიესალმა განთლების მინისტრის მოადგილე ტეიმურაზ მურღულია, რომლემაც მათ აგრეთვე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრა.

“ჩემთვის, როგორც ქუთაისელისათვის ქალაქში დაბრუნება ძალიან საამაყოა ამ ფესტივალით და მიხარია, რომ ყოველი კარავის ირგვლივ უამრავ ახალგზარდას. უმეტესი მათგანი, ვინც აქ მოვიდა ინტერესდება მეცნიერებით. ინტერრსდება ტექნოლოგიებით და ვარ ძალიან მოხარული. სანამ აქ მოვიდოდი იმ ადგილზე გამოვიარე საღორისს ტყეში, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შენდება. იმ უნივერისიტეტის ადგილზე გამოვიარე, სადაც დაწმუნებული ვარ, უმეტესი თქვენგანი ნახავს თავის ადგილს და თავის პროფესიას. ეს უნივერსიტეტი იქნება ისეთი, როგორიც წამყვანი დასავლური უნივერსიტეტებია და ძალიან ბევრ მათგანს არ დასჭირდება კარგი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ წასვლა”,- განაცხადა განათლების მინიტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი უკვე გაიმართა თბილისსა და თელავში და 6 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *