ქუთაისში ახალი სასწავლო წელი
სკოლამდელ დაწესებულებებში დაიწყო. ქუთაისის მე-19-ე ბაღს ქალაქის მერი შოთა მურღულია, მერის მოადგილე გიორგი იობაშვილი , ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათ აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ბაღის აღსაზრდელებმა სტუმრებისთვის მცირე პერფორმანსი მოაწყვეს.
ქუთაისში 37 ბაგა-ბაღია , სადაც წელს 11 000-მდე აღსაზრდელი დაფიქსირდა.