სამწლიანი პროგრამა “მომავლის თაობა” რომელის შემაჯამებელი ღონისძიება წყალტუბოში გაიმართა, ორგანიზებული იყო
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაციის პიეიჩ ინტერნეიშენელის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. პროგრამის მიზანია გაუმჯობესდეს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამა და მოხდეს მოსწავლეების მიერ სამოქალაქო გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების გზით ხელი შეეწყოს სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის. პროექტის დახურვის ცერემონიაზე მონაწილეობა მიიღეს ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა და წარმოადგინეს სამი წლის მანძილზე მათ მიერ განხორციელებული საკლუბო ინიციატივები და აქტივობები. ასევე მოხდა მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტებისა და დამოუკიდებლად მოპოვებული დაფინანსებით განხორციელებული ინიციატივების პრეზენტაციები. მოეწყო ყველა დონეზე ადაპტირებული ზღაპრის, “რწყილი და ჭიანჭველა” ჩვენება.
პროექტი “მომავლის თაობა” განხორციელდა “განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრსი” ორგანიზებით.