“წიგნი ობიექტივიდან” – საავტორო ფოტო-კონკურსი იწყება.
კონკურსს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის №13 საქალაქო ბიბლიოთეკა–ფილიალი აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფოტომოყვარულს.
კონკურსის პირობები: 1. ფოტოების თემა უნდა ეხებოდეს წიგნს, ბიბლიოთეკას, მკითხველს.
2. ჟიურის ეძლევა უფლება, შეზღუდვების გარეშე გამოიყენოს ფოტოსურათი.
3. კომპიუტერული პროგრამებით დამუშავებული ფოტოები კონკურსისათვის არ მიიღება. დასაშვებია მხოლოდ მინიმალური ჩარევა, კადრირება.
4. კონკურსის მონაწილე ვალდებულია ფოტოები წარმოადგინოს ელექტრონული და დაბეჭდილი სახით (15/21-ზე).
5. კონკურსისათვის ფოტოების მისაღები მაქსიმალური რაოდენობაა სამი ცალი (ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ 3 სურათის გამოგზავნა). სამზე მეტი ფოტოს გამოგზავნის შემთხვევაში, ავტორის პორტფოლიო ავტომატურად იქნება დაწუნებული, ფოტოების ხარისხის მიუხედავად. ამიტომ, გთხოვთ, შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო სამი კადრი.
3 საპრიზო ადგილის გარდა აღინიშნება ნომინაციები:
1. ემოციური მკითხველი;
2. იუმორისტული ფოტო;
3. ფოტოფანტაზია ლადო ასათიანის შემოქმედების მიხედვით;
4. ფოტორეპორტაჟი (სერია მინიმუმ 3 ფოტოსაგან. ჩაითვლება 1 ფოტოდ).
I, II და III ადგილის მფლობელები მიიღებენ ფულად ჯილდოს; ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტონამუშევრები გააგზავნონ როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით 2017 წლის 24 მაისამდე (ორივე ვერსია აუცილებელია) მისამართზე ქ. ქუთაისი, ლ. ნუცუბიძის ქ. N1 საჯარო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ტელ.: 24 57 76; მობ.: 599 39 84 99 ქ. ქუთაისი, თაბუკაშვილის ქ. N197 ტელ.: 29 03 34, მობ.: 579 977 877 ელ.ფოსტა: wigniobieqtividan@gmail.com გამოფენა-დაჯილდოება გაიმართება 31 მაისს. პროექტი ხორციელდება მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით.